ირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე - კონკრეტული ადამიანების დასწრების საკითხებზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და მათი პრეროგატივაა - რაც შეეხება წარმდგენ სუბიექტებს, ალბათ, პარლამენტის წარმომადგენლები იქნებიან

კონკრეტული ადამიანების დასწრების საკითხებზე თვითონ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და მათი პრეროგატივაა, მე ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნას, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩაიყვანონ, სადაც პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას იწყებენ.

კითხვაზე, თუ ვინ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარმდგენი, კობახიძე პასუხობს, რომ სავარაუდოდ, პარლამენტი, რადგან სწორედ, პარლამენტის წევრების ხელმოწერით არის სარჩელი.

„რაც შეეხება წარმდგენ სუბიექტებს, ადამიანები, რომლებიც სარჩელს წარადგენენ, უნდა იყვნენ ალბათ, პარლამენტის წარმომადგენლები, ვინაიდან პარლამენტის წევრების ხელმოწერით არის შეტანილი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, კონკრეტულად ვინ იქნება წარმომადგენელი, ამაზე მოგვიანებით შეგატყობინებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს სასამართლოსგან, ან შესაძლოა თუ არა, მათი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, კობახიძე ასე პასუხობს:

„ამას მე ვერ გეტყვით. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს სარჩელი, დანარჩენი საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია. როდესაც კონკრეტულ სუბიექტს სასამართლოში სარჩელი შეაქვს, მის ინტერესებშია სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შედის და ასე დავიცავთ ჩვენს პოზიციებს. დანარჩენი მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოზეა დამოკიდებული“, - განაცხადა კობახიძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს