ირაკლი კობახიძე  - გინდა რეჟიმი დაგვიძახონ, გინდა დიქტატურა, ასეც და ისეც გამოვდივართ გამარჯვებულები

ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს, ჩვენ ვიგებთ არჩევნებს, გამოვდივართ გამარჯვებული ყველა პოლიტიკური ორთაბრძოლიდან. გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, ასეც და ისეც გამოვდივართ გამარჯვებულები. ჩვენს წუხილზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ მედია გარემო უნდა გაჯანსაღდეს ჩვენს ქვეყანაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, საინფორმაციო გამოშვება უნდა აკმაყოფილებდეს ობიექტურობის სტანდარტს და აღნიშნული რეგულაციის აღსრულება ამ დრომდე არ ხდებოდა.

„კონტექსტია მნიშვნელოვანი, რა კონტექსტშია სიტყვა „რეჟიმი“ გამოყენებული. მე დეტალებში ვერ შევალ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს არეგულირებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. ობიექტურობის სტანდარტები საქართველოში მოქმედებს უკვე მრავალი წელია, უბრალოდ, ეფექტური არ იყო შესაბამისი ნორმები, გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა აღსრულების მექანიზმი. თავისთავად, საინფორმაციო გამოშვებაში, განსხვავებით საავტორო გადაცემისგან, რომ უნდა იყოს დაცული ნეიტრალიტეტის პრინციპი, ეს არახალია. წლების განმავლობაში მოქმედებდა ეს ნორმები ჩვენს კანონმდებლობაში, ისევე როგორც მოქმედებს ძალიან ბევრი ქვეყნის კანონმდებლობაში, თუმცა მათი აღსრულება არ იყო უზრუნველყოფილი. დღეს არის უზრუნველყოფილი ამ ნორმების აღსრულება ობიექტურობის სტანდარტებიდან გამომდინარე. თქვენ თუ ობიექტურობის სტანდარტებს უპირისპირდებით კონკრეტული ტერმინების გამოყენებით, ამ შემთხვევაში ამ ტერმინებს ვერ გამოიყენებთ. შეწუხებაზე კი არ არის, ზოგადად მედია უნდა იყოს ობიექტური. შეიძლება საავტორო გადაცემებში საკუთარი სუბიექტური მოსაზრება გამოთქვას ჟურნალისტმა, მაგრამ მაგალითად, როდესაც საინფორმაციო გამოშვება გადის ეთერში, ეს გამოშვება უნდა აკმაყოფილებდეს ობიექტურობის სტანდარტებს. ჩვენ არაფერი არ გვაწუხებს, ჩვენ ვიგებთ არჩევნებს, გამოვდივართ გამარჯვებული ყველა პოლიტიკური ორთაბრძოლიდან. გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, ასეც და ისეც გამოვდივართ გამარჯვებულები. ჩვენს წუხილზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ მედია გარემო უნდა გაჯანსაღდეს ჩვენს ქვეყანაში“.- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, "კომუნიკაციების კომისიის" მიერ მედიისთვის აკრძალულად 93 სიტყვა და ფრაზაა გამოვლენილი.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ შორისაა „ივანიშვილის პრემიერი“, „ოლიგარქი“, „სასამართლო კლანი“ და ასე შემდეგ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს