ვოლოდიმირ ზელენსკი - დიზელის შეთანხმება პირველი ნაბიჯია, რუსეთისთვის სანქციების მოხსნა გაგრძელდება

დიზელის შეთანხმება პირველი ნაბიჯია, რუსეთისთვის სანქციების მოხსნა გაგრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქება ომის დასრულებას ხელს ვერ შეუწყობს.

უკრაინის პრეზიდენტმა კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციებისა და ტარიფების ამოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით გააკეთა.

„ვთვლი, რომ დიზელის შეთანხმება პირველი ნაბიჯია. სამწუხაროდ, ამ გზით პუტინის შეჩერება შეუძლებელია. პირიქით, ის ბედნიერია, რომ ასეთი მხარდაჭერა აქვს. მიუხედავად ამისა, ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს, რათა პუტინმა მკვლელობები, ჩვენს ენერგოსექტორზე დარტყმები და ეს ომი შეწყვიტოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს