ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროკავშირში ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ Starlink-ზე შეზღუდვები მხოლოდ უკრაინაში მოქმედებს

ევროკავშირში ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ Starlink-ზე შეზღუდვები მხოლოდ უკრაინაში მოქმედებს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ევროკავშირის ტერიტორიაზე ტესტირება ჩაატარა, რომელმაც დაადასტურა, რომ უკრაინისთვის Starlink-ზე შეზღუდვები წინასწარ დაგეგმილ ოპერაციას წარმოადგენს.

მისი თქმით, „შაჰედების“ საწინააღმდეგო დრონები, რომლებიც Starlink-თან ერთად მუშაობენ, სიჩქარის 161 კმ/სთ-მდე შეზღუდვის გამო მათ ჩამოგდებას ვერ ახერხებენ.

„იმის გასაგებად, ეს ნამდვილად კომპანია SpaceX-ის ტექნიკური ხარვეზებია თუ რაიმე ოპერაცია ან შეთანხმება, რომ ჩვენი ხალხის დაცვის შესაძლებლობა არ მოგვცენ, ჩვენ ევროკავშირის ტერიტორიაზე Starlink-ით ავტომობილები გავგზავნეთ და ისინი 180 კმ/სთ და მეტი სიჩქარით გადაადგილდებოდნენ. Starlink-ი მუშაობს. ჩვენ შესაბამისი ჩანაწერები და მტკიცებულებები გვაქვს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს