თბილისში, ტრადიციული „შაბათის მარში“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ავლაბრის“ მეტროსთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
აქციის მონაწილეებს, ასევე შეუერთდნენ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები.
დავითაძის მამამ საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებ ყველა პატიმრის მშობლებს, ნათესავებს: ნუ დაიხევენ უკან. არავინ არც კი გაბედოს, დამალოს სიბინძურე, რაც ციხეებში ტრიალებს, რათა არ მიეცეთ მეტი წამების და არაადამიანური მოპყრობის განწყობა ჩვენს ბადრაგებს“,- განაცხადა გიორგი დავითაძის მამამ.
შაბათის მარში პარლამენტთან დასრულდება.