რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუმინეთმა მის საჰაერო სივრცეში შეჭრილი ორი დრონი ჩამოაგდო

რუმინეთმა მის საჰაერო სივრცეში შეჭრილი ორი დრონი ჩამოაგდო. ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

,,შავი ზღვა კვლავ უსაფრთხო იქნება. რუმინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ორმა F-16-მა ორი საჰაერო დრონი ჩამოაგდო, რომლებიც ჩვენს საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შემოიჭრნენ შავი ზღვის თავზე.

სამხედროებმა შეგვატყობინეს, რომ პირველი დრონი ჩვენს საჰაერო სივრცეში 17:59 საათზე შემოიჭრა და 2 წუთის განმავლობაში იქნა ჩამოგდებული სულინადან სამხრეთ-აღმოსავლეთით 25 კმ-ის დაშორებით.

მეორე დრონი, იგივე რაიონში, ჩამოგდებულ იქნა 18:05 საათზე, საჰაერო სივრცეში შეჭრიდან 4 წუთის შემდეგ, სულინადან აღმოსავლეთით 20 კმ-ის დაშორებით,” - ნათქვამია განცხადებაში.

რუმინეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით მათ უკვე შეატყობინეს ნატოს მოკავშირეებსა და ევროკავშირის პარტნიორებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს