ანდრეი სიბიგა - თუ რუსებს ამერიკის გუშინდელი გადაწყვეტილება უხარიათ, ეს არ უკავშირდება ომის დასასრულებლად განხორციელებულ ეფექტიან ზეწოლას - გაუბედაობა არასწორ სიგნალს უგზავნის აგრესორს, ეს მხოლოდ ახანგრძლივებს ომს

თუ რუსებს ამერიკის გუშინდელი გადაწყვეტილება უხარიათ, ეს, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება ომის დასასრულებლად განხორციელებულ ეფექტიან ზეწოლას,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

“თუ რუსებს ამერიკის გუშინდელი გადაწყვეტილება უხარიათ, ეს, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება ომის დასასრულებლად განხორციელებულ ეფექტიან ზეწოლას.

გაუბედაობა არასწორ სიგნალს უგზავნის აგრესორს. ეს მხოლოდ ახანგრძლივებს ომს. ლინდსი გრემს კარგად ესმოდა ეს.

რუსეთთან საქმის დაჭერაზე ერთი გაკვეთილი დიდი ხანია უნდა ყოფილი ნათელი: რუსებთან ნებისმიერი შინაარსიანი საუბარი რეალური ზეწოლითა და ძალით იწყება.

ისინი უგულებელყოფენ მშვიდობისკენ ნებისმიერ მოწოდებას, რომელსაც თან ახლავს გაუბედაობა. ისინი პატივს არ სცემენ ზეწოლის მუქარებს ან დაგვიანებულ გადაწყვეტილებებს. უბრალოდ სერიოზულად არ აღიქვამენ ამას,” - წერს სიბიგა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს