ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, სოფლებში, სადაც სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება, დროებითი მოდულური სკოლები მოეწყობა, რაც მოსწავლეებისთვის დისკომფორტის შემცირებას ემსახურება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის ინფორმაციით, იმ სოფლებში, სადაც სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროებითი მოდულური სკოლები მოეწყობა.

მინისტრის თქმით, ისინი იმავე ტერიტორიაზე ან მის მიმდებარედ განთავსდება, რათა ბავშვებს სხვა სოფელში სიარული არ დასჭირდეთ.

სოხაძის თქმით, სკოლის რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის შექმნილი დისკომფორტი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.

„არ შეიძლება, იმიტომ, რომ ვიღაცა პოლიტიკურად არ მოგწონს, ყველაფერზე უარყოფითი პოზიცია დააფიქსირო. საბოლოო ჯამში, სასაცილო ხდება ხოლმე. უნდა წაიკითხო, რაზეა საუბარი“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სამინისტროს უკვე აქვს კომუნიკაცია სასკოლო საზოგადოებასთან და განსაზღვრულია ადგილები, სადაც მოდულური სკოლების მოწყობის პირველი ეტაპი დაიწყება. თავდაპირველად, დაახლოებით 10 ასეთი სკოლის მოწყობა იგეგმება, რის შემდეგაც პროექტი გაგრძელდება.

„ჩვენ დავიწყეთ ტიპიური სკოლების პროექტების შექმნა. დაახლოებით 10 ტიპური პროექტი მუშავდება სკოლებთან მიმართებით, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ, დავუშვათ, ხვალ და ზეგ თუ აღმოჩნდება, რომ სადღაც 500-ბავშვიანი სკოლაა ასაშენებელი, მის დასაპროექტებლად ერთი წელი კი არ დაგვჭირდება, არამედ ორ-სამ თვეში კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ამ პროექტის მორგებას შევძლებთ და დაუყოვნებლივ დაიწყება მშენებლობა“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ „ღია ეთერში“.

მინისტრის განმარტებით, ტიპური პროექტების გამოყენება სამინისტროს საშუალებას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში, ახალი სკოლების მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები უფრო მოკლე ვადებში განახორციელოს.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს