მედია - საფრანგეთში, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას შეტაკებები იყო, დაიწვა შენობები და ავტომობილები - დაკავებულია 1200-ზე მეტი ადამიანი

საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციების დროს შეტაკებები მოხდა.

BBC-ის ცნობით, დააკავეს სულ მცირე 1200 ადამიანი. საფრანგეთის მთავრობამ მომხდარს „ძალადობის ესკალაცია“ უწოდა, ქუჩებში კი, სავარაუდოდ, 550 000-მდე ადამიანი გამოვიდა.

მედიის ცნობით, პარიზში, მწვავე დაპირისპირება იყო პოლიციის სპეცრაზმთან, რომელმაც მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში შენობებს ცეცხლი წაუკიდეს, მათ შორის ლიმოჟში, სადაც მერიის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სახურავის ნაწილი ჩამოინგრა.

დასავლური მედიის თანახმად, რამდენიმე ქალაქში დაფიქსირდა ძარცვის ფაქტები, ასევე გავრცელდა ცნობები ვანდალიზმის შესახებ, რომლის სამიზნეც მერიის შენობები და კომერციული ობიექტები გახდა.დღის განმავლობაში ქუჩებში ცეცხლი ენთო, გადაწვეს სატრანსპორტო საშუალებები. დაარბიეს მაღაზიებიც.

პრემიერ-მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ განაცხადა, რომ არეულობის შედეგად 150 პოლიციელი დაშავდა.

ლიონში ქალაქის მერმა, გრეგორი დუსემ, ტურისტული ოფისის დაწვა „ტრაგედიად“ შეაფასა. მან ტელეკომპანია BFMTV-ს განუცხადა: „ეს გულს გვიკლავს, რადგან საუბარია ძალიან მნიშვნელოვან, ცნობილ ისტორიულ შენობაზე“.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, „აგრესიულად განწყობილმა პირებმა“ ხელი შეუშალეს მეხანძრეებს ხანძრის უსაფრთხოდ ჩაქრობაში.

ახალგაზრდების ჯგუფმა BBC-ს განუცხადა, რომ ისინი „პაციფისტები“ არიან და „უბრალოდ ცდილობენ, რამე შეცვალონ, თუმცა არაფერი იცვლება“.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს