მინისტრის განცხადებით, №166 საჯარო სკოლის მშენებლობა დემონტაჟის დასრულებისთანავე დაიწყება და სავარაუდოდ 3 წელი დასჭირდება

თბილისის №166 საჯარო სკოლის დემონტაჟს თავად საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს, მუნიციპალური განვითარების ფონდი კი უკვე ამზადებს სამშენებლო პროექტს, რათა დემონტაჟის დასრულებისთანავე შესაძლებელი იყოს მშენებლობის დაწყება ,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემა “ღია ეთერში საუბრისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება.

„მშენებლობის ხარისხზე პასუხისმგებლობას პირადად ავიღებ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, ყველა სკოლა აშენდეს მაღალი სტანდარტით და უსაფრთხოების სრული დაცვით,“ - განაცხადა მინისტრმა.

რევაზ სოხაძის ინფორმაციით, სკოლის მშენებლობას სავარაუდოდ სამი წელი დასჭირდება, თუმცა სამინისტრო პროცესის მაქსიმალურად დაჩქარებაზე მუშაობს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს