რუსულმა ძალებმა უკრაინაზე იერიშები მიიტანეს.
უკრაინული მედიის თანახმად, თავდასხმა განხორციელდა ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“-ითა და სხვადასხვა ტიპის 180 დრონით. საჰაერო თავდაცვამ 152 დრონი ჩამოაგდო, თუმცა დარტყმები 20 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყვნენ უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, უპილოტო სისტემების ქვედანაყოფები და მობილური საცეცხლე ჯგუფები.