შალვა პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ ვინც „სხვის ქვეყანაში ქარს თესავს, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის“.

„არც ესენი იყვნენ ვენეციელი კარტოგრაფები, და არც ისინი - სწავლას მოწყურებული ეგვიპტელი სტუდენტები.

ის, რასაც ამ დღეებში საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის”, - წერს პაპუაშვილი და აზიარებს ფოტოს, რომელზეც აქტივისტებთან ერთად საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი ჩანს.

საფრანგეთში სკოლებში არსებული ვითარებისა და ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს შეტაკებები მოხდა. BBC-ის ცნობით, დააკავეს სულ მცირე 1200 ადამიანი. დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში შენობებს ცეცხლი წაუკიდეს, მათ შორის ლიმოჟში, სადაც მერიის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სახურავის ნაწილი ჩამოინგრა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს