საფრანგეთში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ 2000-ზე მეტი პირია დაკავებული.
მისი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება „ქმედებების ჩამდენთა გამოსავლენად, რათა მათ სასამართლოს წინაშე აგონ პასუხი“.
საფრანგეთში სკოლებში არსებული ვითარებისა და ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს შეტაკებები მოხდა. დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში შენობებს ცეცხლი წაუკიდეს, მათ შორის ლიმოჟში, სადაც მერიის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სახურავის ნაწილი ჩამოინგრა.