საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ხვალ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი შეხვედრას უხელმძღვანელებს.
მისი თქმით, შეხვედრის მიზანია „მხარდაჭერის მობილიზება მათთვის, ვინც რთულ პერიოდს გადის“.
მაკრონის თქმით, უნდა გაანალიზდეს პროტესტის მიზეზები, რადგან ისინი სამართლიანი მოთხოვნით გამოვიდნენ.
„უნდა გავაანალიზოთ, თუ რა გამოხატა საზოგადოებამ. ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე გამოვიდა ქუჩაში სამართლიანი მოთხოვნებით.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაიგივოთ დემონსტრაციები მათთან, ვინც ნივთებს ამსხვრევდა, არეულობას იწვევდა და ძარცვავდა“, - აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ესმის სამართლიანი პრეტენზიების.
„არსებობს სამართლიანი პრეტენზიები ცხოვრების ხარჯებსა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით. ამის მრავალი მიზეზი სპარსეთის ყურის ომს უკავშირდება; საფრანგეთი მასში არ მონაწილეობდა, თუმცა შედეგებს ჩვენ ვიმკით. ჩვენ ვიზიარებთ მათ შეშფოთებას. ეს შეშფოთება ევროპის ბევრ სხვა დედაქალაქშიც არსებობს“, - აღნიშნა მაკრომმა.
მაკრონის განცხადებით, გამოძიება „მაქსიმალური გულმოდგინებით“ ჩატარდება.
"ჩვენ პროკურატურას მოვუწოდეთ, გამოიჩინოს მაქსიმალური სიმკაცრე. სამართლებრივი რეაგირება უნდა იყოს სამაგალითო“, - დასძინა მაკრონმა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მათ, ვინც „ნივთებს ამტვრევდნენ და ძარცვავდნენ, ზარალი უნდა აანაზღაურონ, ისინი პასუხს აგებენ თავიანთ ქმედებებზე“.