რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს - დაზიანდა ერთ-ერთი მეტროსადგური

რუსულმა ძალებმა წუხელ კიევზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ქალაქის ერთ-ერთი მეტროსადგური დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი მეტროსადგური დაზიანდა.

„მტრის თავდასხმის შედეგად, დედაქალაქის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთი მეტროსადგური დაზიანდა. ასევე, სადგურთან ახლოს, ნამსხვრევები მოხვდა და სავალი და საკონტაქტო ლიანდაგები გახეთქა,” - აღნიშნა კლიჩკომ.

გარდა ამისა, კიევის მერის თქმით, ნამსხვრევები სოლომენსკის რაიონში 25-სართულიანი საცხოვრებელი შენობის პირველ სართულს მოხვდა. დნეპროვსკის რაიონში კი - არასაცხოვრებელ შენობას.

ცნობისთვის, კიევში კვირას, 18 ოქტომბერს, ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განხორციელდა. დარტყმები დედაქალაქის რამდენიმე რაიონში დაფიქსირდა. თავდასხმის შედეგად 21 წლის გოგონა დაიღუპა და სამი ადამიანი დაშავდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს