მედია - ვლადიმერ პუტინი, უკრაინის საკითხის განსახილველად, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინთან სამიტის შეთავაზებით გამოვიდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წამოაყენა წინადადება, რომ მომავალ თვეში ის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი შეხვდნენ ერთმანეთს უკრაინის საკითხზე სასაუბროდ, - ინფორმაციას Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, მიზანი ოთხწლიანი კონფლიქტის დასრულებაზე ისეთი შეთანხმების მიღწევის მცდელობაა, რომელიც მოსკოვის ინტერესებს მოემსახურება.

Wall Street Journal-ი წერს, რომ ეს გეგმა არის პუტინის მცდელობა, ისარგებლოს მასსა და დონალდ ტრამპს შორის ურთიერთობების დათბობით, რაც შეშფოთებას იწვევს უკრაინასა და მის მოკავშირეებში, როგორც ვაშინგტონში, ისე ევროპაში.

„ასეთი სამიტი - უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობის გარეშე - უპრეცედენტო იქნება და ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნების დედაქალაქებში განგაშის ზარებს დარეკავს“, - წერს Wall Street Journal-ი.

გამოცემის წყაროების ცნობით, პუტინმა ეს წინადადება ტრამპთან 9 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრისას წამოაყენა.

WSJ-ის ცნობით, კრემლი სამმხრივი დიალოგის აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) მოახლოებული სამიტის ფარგლებში გამართვის შეთავაზებით გამოვიდა. სამიტი 18-19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჭენშია დაგეგმილი.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გამოცემას დაუდასტურა, რომ შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ჯერჯერობით არ არსებობს მკაფიო წარმოდგენა თავად შეხვედრის ან მისი სავარაუდო დღის წესრიგის შესახებ, თუმცა სამივე მხარე უშვებს ასეთი შეხვედრის გამართვის ჰიპოთეტურ შესაძლებლობას“, - განუცხადა პესკოვმა Wall Street Journal-ს.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ ტრამპს ასეთ სამიტზე თანხმობა ჯერ არ განუცხადებია, თუმცა შესაძლოა, იდეა მისთვის მისაღები იყოს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს