მარკო რუბიო - უკრაინაში მიმდინარე ომში არავინ იმარჯვებს - ტრამპმა სანქციები 60 დღით შეაჩერა, რადგან სურს გაარკვიოს, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, უკრაინასა და რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებები პოზიტიურ შედეგამდე მივიდეს

უკრაინაში მიმდინარე ომში არავინ იმარჯვებს. ყოველდღიურად ადამიანები იღუპებიან. ყოველდღიურად ხდება აფეთქებები და ნადგურდება ყველაფერი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

რუბიოს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს არაერთხელ უსაუბრია ამ ომში დაღუპულთა რაოდენობაზე და მან არაერთხელ განაცხადა, რომ ამ ომში ყოველთვიურად 25 000 ადამიანი იღუპება.

„ტრამპმა სანქციები 60 დღით შეაჩერა, რადგან სურს გაარკვიოს, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ უკრაინასა და რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებები რაიმე პოზიტიურ შედეგამდე მივიდეს და თავიდან იქნას აცილებული ომისა და კონფლიქტის კიდევ ერთი დამანგრეველი წელი”, - აღნიშნა რუბიომ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - „კონკრეტულად რა მტკიცებულება გაქვთ იმისა, რომ პუტინი მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის?” - რუბიომ უპასუხა:

„რა მტკიცებულებები? ეს ხომ სისხლის სამართლის საქმე არ არის; საქმე დიპლომატიას ეხება. დიპლომატიაში მცდელობას არ წყვეტ. სამწუხაროდ, როდესაც საქმე ასეთი ტიპის კონფლიქტებს ეხება, რომლებიც საკმაოდ რთულია და ხშირად ჩიხშია შესული, ვერცერთი მხარე არ აღწევს მკაფიო გამარჯვებას, თუმცა ორივე მხარე ერთმანეთს უზარმაზარ ზიანს აყენებს. ჩვენ კი, გავაგრძელებთ მცდელობას, რამდენადაც ეს შესაძლებელია”, - აღნიშნა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სთხოვეს კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე, რომ აშშ-მა მიმდინარე კვირის დასაწყისში სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების პროცესი შეაჩერა.

„არ ვიცი, საიდან იღებს ის ამ ინფორმაციას, ან რატომ საუბრობს ამაზე პრესასთან. არანაირი შეჩერება არ ყოფილა. ზელენსკი ამ ომის დასრულებაზე უნდა იყოს კონცენტრირებული”.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს