„ავსტრიის ავიახაზების“ თვითმფრინავი, რომელიც ისრაელიდან ავსტრიაში მიფრინავდა, ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინების გამო, ბულგარეთში ავარიულად დაეშვა

„ავსტრიის ავიახაზების“ თვითმფრინავი, რომელიც ისრაელიდან ავსტრიაში მიფრინავდა, ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინების გამო, იძულებული გახდა ბულგარეთში დაშვებულიყო, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბულგარეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ Airbus A320 თვითმფრინავმა, რომელიც თელ-ავივიდან ვენაში მიფრინავდა, სოფიაში ავარიული დაშვება განახორციელა და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

უწყების ინფორმაციით, ბულგარეთის საჰაერო ძალებმა სამგზავრო თვითმფრინავის გასაცილებლად ჰაერში MiG-29 ტიპის გამანადგურებელი აუშვა.

„ავსტრიის ავიახაზებმა“ დაადასტურა ინფორმაცია ბომბთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია. კომპანიის პრესსპიკერმა მედიას განუცხადა, რომ თვითმფრინავში 51 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა.

სოფიაში დაფრენიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, ხელისუფლებამ თვითმფრინავზე უსაფრთხოების მიზნით შემოწმება ჩაატარა. თვითმფრინავი რუმინეთის თავზე იმყოფებოდა, როდესაც კურსი შეიცვალა სოფიისკენ გაფრინდა.

შეგახსენებთ, გასულ თვეში თელ-ავივისკენ მიმავალ Flydubai-ს რეისზე, ერთ-ერთმა პილოტმა ხომალდის მეთაურზე თავდასხმით თვითმფრინავის ხელში ჩაგდება სცადა; თუმცა, ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრებმა მისი განეიტრალება შეძლეს, რის შემდეგაც თვითმფრინავი საუდის არაბეთში უსაფრთხოდ დაეშვა.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს