საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს: „ფეისბუქპოსტებს“ „დანაშაულად“ აქცევს და ჟურნალისტებს გისოსებს მიღმა უშვებს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ვახო სანაიასთვის 30-დღიანი პატიმრობის შეფარდება ავტორიტარული რეჟიმის სასოწარკვეთილი მცდელობაა, საკუთარი თავის დასამშვიდებლად და გადასარჩენად“, - აცხადებს ზურაბიშვილი.
ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.