შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე - ბიძინა ივანიშვილმა თავისი წუხილი და იმედგაცრუება გამოხატა, რომ გუნდის ყოფილი ლიდერები სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არიან მიცემულები - შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომაზე, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, გუნდის ყოფილი ლიდერების მიმართ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით წუხილი გამოთქვა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„უმრავლესობის სხდომაზე, პოლიტსაბჭოს სხდომაზეც, რა თქმა უნდა, ეს თემაც იყო, რაც ბოლო პერიოდში ჩვენი გუნდის წევრების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ეხება. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამაზე ისაუბრა, თავისი წუხილი და იმედგაცრუება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რაც გუნდისთვისაც დიდი წუხილია, რომ მისი ლიდერები, ყოფილი ლიდერი, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არიან მიცემულები.

როცა ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება და ამ ადამიანს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობები ეკავა, არამხოლოდ ბიძინაშვილის, მთლიანად გუნდში არის იმედგაცრუება. [უმრავლესობისა და პოლიტსაბჭოს სხდომაზე] ღარიბაშვილთან დაკავშირებით კითხვები არ ყოფილა, ზოგადად იყო საუბარი პოლიტიკური თანამდებობის პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და თავად ბიძინა ივანიშვილი შეეხო ამ თემას.

რაც შეეხება იმას, შეწყალებაზე იყო თუ არა საუბარი, არა, არ ყოფილა საუბარი. წუხილი იმას ნიშნავს, რომ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში, რომ ჩვენი რამდენიმე ლიდერი, პოლიტიკური თანამდებობის პირი, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული. პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების შანსი ყველას აქვს, ყველა პატიმარს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით რაიმე საუბარი არ ყოფილა, მით უმეტეს ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, ეს პრეზიდენტის კომპეტენციაა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს