თბილისის ქალთა გუნდი, 24 ოქტომბერს, ესპანეთის მესამე საერთაშორისო საგუნდო კონკურსის „Sing for Gold - the World Choral Cup“ ფარგლებში კონცერტს გამართავს

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის ქალთა გუნდი, 24 ოქტომბერს, ესპანეთის მესამე საერთაშორისო საგუნდო კონკურსის „Sing for Gold - the World Choral Cup“ ფარგლებში კონცერტს გამართავს. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული სიმღერა გაიჟღერებს საგრადა ფამილიაში.

„თბილისის ქალთა გუნდი კი იქნება პირველი ქართული გუნდი, რომელიც კონცერტს გამართავს იმ კრიპტაში (სამლოცველო კომპლექსში), სადაც დიდი ანტონიო გაუდია დაკრძალული.

ესპანეთის მესამე საერთაშორისო საგუნდო კონკურსი - "Sing for Gold - the World Choral Cup", ბარსელონასა და კალელიაში ჩატარდება. ეს კონკურსი არის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ გუნდებს და ქმნის ფართო კულტურულ და პროფესიულ სივრცეს საგუნდო ხელოვნების განვითარებისთვის. წლევანდელ კონკურსში 24 ქვეყნის 37 გუნდი მონაწილეობს.

კონკურსის ორგანიზატორია მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია INTERKULTUR, რომელიც ერთ-ერთი პირველია საგუნდო კონკურსებისა და ფესტივალების მიმართულებით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს