შალვა პაპუაშვილი - გვახსოვს მაკრონის განცხადება, რომელმაც მხარი იმ მოძალადე ბრბოს დაუჭირა, რომელიც საქართველოს პარლამენტის დაწვას ცდილობდა - სამყარო ასეა მოწყობილი: ის, ვინც ბოროტებას დათესავს, საკუთარ სახლში იმავეს მიიღებს!

გვახსოვს მაკრონის განცხადება, რომელმაც მხარი იმ მოძალადე ბრბოს დაუჭირა, რომელიც საქართველოს პარლამენტის დაწვას ცდილობდა - ახლა მიიღეს სახელმწიფო ინსტიტუტების დაწვის მცდელობები საკუთარ ქვეყანაში! სამყარო

ასეა მოწყობილი - ის ვინც ბოროტებას დათესავს, საკუთარ სახლში იმავეს მიიღებს! ეს არის ლოგიკა, რაც ყველას მიუბრუნდება! - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბურ დემონსტრაციებზე საუბრის დროს, პაპუაშვილმა პარალელი საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციებთან გაავლო და როგორც განაცხადა, „საქართველოში ძალადობის უკან ბრიუსელი საცეცები იდგა“.

მისივე თქმით, „ევროკავშირს არაერთი შესაძლებლობა ჰქონდა, საქართველოში ძალადობა და ძალადობრივი აქციები დაეგმო და ეს არც ერთხელ არ გააკეთა“.

„ალბანეთთან და საფრანგეთთან დაკავშირებით ევროკომისიის განცხადებები ვნახეთ, სადაც ისინი ძალადობრივ დემონსტრაციებს გმობენ. სწორედ ამისკენ მოვუწოდებდით ჩვენ და პირადად მე ამდენი ხანი ევროკავშირს და ევროკავშირის ელჩს, რომ ძალადობა დაეგმოთ. თურმე შესძლებიათ! ასეთი განცხადება ჩვენ ევროკავშირისგან უნდა მოგვესმინა 2019 წლის 20 ივნისს, მაგრამ ვერ მოვისმინეთ! უნდა მოგვესმინა 2020 წელს, როცა არჩევნების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ცესკოზე თავდასხმა იყო, მაგრამ ევროკავშირისგან ვერ მოვისმინეთ! უნდა მოგვესმინა 2021 წლის მარტში, როცა “ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკა მელია ალამუთის ციხეში - პარტიის ოფისში გამაგრდნენ. მაშინ ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის ელჩები როგორ მიდიოდნენ და ძალადობას ახალისებდნენ. ვერ მოვისმინეთ 2022 წლის ივნისში, როდესაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “ენჯეოები“ პარლამენტის წინ ხელისუფლების დამხობას ცდილობდნენ; ვერ მოვისმინეთ 2023 წლის მარტში, როდესაც თვალხატულა ლაზარე გრიგორიადისი პოლიციელს მოლოტოვის კოქტეილით წვავდა; ვერ მოვისმინეთ 2024 წლის მაისში, როდესაც პარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების დროს რუსთველზე ძალადობა და მოლოტოვის კოქტეილები ვიხილეთ; ვერ მოვისმინეთ 2024 წლის ნოემბერში - არჩევნების შემდეგ, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები პარლამენტი წინ იდგნენ და ხალხს მეიდნისკენ მოუწოდებდნენ; ვერ მოვისმინეთ 2025 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც სწორედ ევროკავშირის პრესსპიკერის მოწოდებით წაქეზებული ბრბო პრეზიდენტის სასახლის დაკავებას შეეცადა.

ევროკავშირს ამდენი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ საქართველოში ძალადობა და ძალადობრივი აქციები დაეგმო და ეს ვერც ერთხელ ვერ მოვისმინეთ. რატომ ვნახეთ ეს ალბანეთთან, საფრანგეთთან და იტალიასთან მიმართებით და ვერ ვნახეთ საქართველოსთან მიმართებით? - პასუხი მარტივია - ამ ძალადობის უკან თავად ეს ჯგუფები, ბრიუსელის საცეცები იდგა! მათ მიერ დაფინანსებული ადამიანები იყვნენ 2019 წლის 20 ივნისიდან მოყოლებული. ამ თარიღიდან დღემდე ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული ადამიანები არიან მოძალადეები. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადამიანები ცდილობენ პრეზიდენტის და პარლამენტის სასახლის დაწვას და შტურმით აღებას. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადამიანები ისვრიან ქვებს და მოლოტოვის კოქტეილებს პოლიციის მიმართ და წვავენ სხვადასხვა შენობებს. ეს არის სიმართლე - ევროკავშირის ელჩს და ევროკომისიას საკუთარი თავი უნდა დაეგმო, თუკი 5 ოქტომბერს დაგმობდა! 5 ოქტომბრის სრულად არის ევროკავშირის და მისი ელჩის სინდისზე - ის ძალადობა და ბრბო, რომელიც პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას ცდილობდა, სრულად მათი წაქეზებულია!

სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში აქეზებდნენ და აფინანსებდნენ, მხარს უჭერდნენ და იწონებდნენ ამ ძალადობას, სწორედ იმიტომ, რომ დათესეს ქარი საქართველოში, მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქში! ეს არის ის ლოგიკა, რაც ყველას მიუბრუნდება!

ბრიუსელი კარგი მაგალითია იმისა, რომ თუ ძალადობას მხარს დაუჭერ და დააფინანსებ, მიიღებ ძალადობას საკუთარ სახლში! ვინც სხვა ქვეყანაში არის ქარის დამთესი, საკუთარ ქვეყანაში ქარიშხალს იღებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს