ანდრეი სიბიგა რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შესაძლო შეხვედრაზე - პუტინის ასეთ შეხვედრაზე მიწვევა მის განდიდების მანიას გააძლიერებს - ის არ არის გლობალური ლიდერი, ის ომის დამნაშავეა

უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შორის სამმხრივმა შეხვედრამ შესაძლოა ომის უფრო სწრაფად დასრულებას შეუწყოს ხელი. რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის სამმხრივი შეხვედრა კი, პირიქით, პუტინს ომის გაგრძელებისკენ უბიძგებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი არ არის გლობალური ლიდერი, არამედ ის ომის დამნაშავეა.

„პუტინის ასეთ შეხვედრაზე მიწვევა მის განდიდების მანიას გააძლიერებს და ისეთ სტატუსს მიანიჭებს, რომელსაც არ იმსახურებს. ის არ არის გლობალური ლიდერი; ის ომის დამნაშავეა. რუსეთი კი არ არის გლობალური ძალა, არამედ - გლობალური პრობლემა”, - აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკა, სულ მცირე, 13-ჯერ მცირეა ამერიკის ეკონომიკაზე და 8-ჯერ უფრო მცირე - ჩინეთისაზე; ის, ისევე როგორც რუსეთის მოსახლეობის ცხოვრების დონე, სწრაფად მცირდება. სიბიგა ხაზს უსვამს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში 1.6 მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა. მკაცრი სანქციების პირობებში, რუსეთის ტექნოლოგიური სექტორი, მრეწველობა და ბიზნესი სტაგნაციას განიცდის.

„არც პრაგმატული და არც მორალური თვალსაზრისით, პრეზიდენტ ტრამპსა და სი ძინპინთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან პუტინის ადგილი არ არის. ერთადერთი, რამაც შეიძლება მას ამ მაგიდასთან ადგილის დაკავების უფლება მისცეს, მშვიდობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია - მაგალითად, ასეთ შეხვედრამდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზებაზე დათანხმება. ამის ნაცვლად, საპირისპიროს ვხედავთ: მშვიდობიან მოსახლეობაზე ტერორი კიდევ უფრო ძლიერდება. სანამ ის ტერორს განაგრძობს, მისთვის არც ერთ მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილი არ უნდა იყოს”, - აცხადებს სიბიგა.

შეგახსენებთ, Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წამოაყენა წინადადება, რომ მომავალ თვეში ის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ერთმანეთს უკრაინის საკითხზე სასაუბროდ შეხვდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს