4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება - პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით ანტონ ვარდანიძემაც მიმართა

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. აღნიშნულის შესახებ ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი.

როგორც ირკვევა, პროკურატურა მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმებას 1 წელი და 1 თვე რეალური სასჯელითა და 2-წლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს. თუკი, აღნიშნულ შეთანხმებას სასამართლო დაამტკიცებს, ჭავჭანიძე პენიტენციურ დაწესებულებას ნოემბრის დასაწყისში დატოვებს.

პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა, ანტონ ვარდანიძემაც მიმართა.

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე მსჯავრებულ ზურაბ ჭავჭანიძესა და ანტონ ვარდანიძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს