ევროკომისიის პრესსპიკერი - ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებს

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ ამ სარჩელებს, რა თქმა უნდა, მათ შორის, ამ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან უიგანდმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა „ევროსკოპის” შეკითხვას ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ განხილვებზე.

„ეს მოვლენები, ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებთან და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ადრინდელ განცხადებებთან ერთად, მიუთითებს სასამართლო სისტემის შემაშფოთებელ ინსტრუმენტალიზაციაზე. ეს საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიულ პლურალიზმს და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას. ამიტომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამას და გავაგრძელებთ ამ სარჩელის თვალყურის მიდევნებას”, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

ამასთან, მან უპასუხა ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 30-დღიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ დასმული შეკითხვას.

„ჩვენ ძალიან ხმამაღლა გამოვხატავთ პოზიციას „ქართული ოცნების“ ქმედებებზე, რომელიც მიმართულია პოლიტიკური ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების ჩახშობისკენ. სამწუხაროდ, ისინი აგრძელებენ სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები და გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა”, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა, რომელიც პოლიტიკური პარტიების „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხს ეხება, 21 ოქტომბრიდან დაიწყება.

რაც შეეხება ჟურნალისტ ვახო სანაიას, სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა შეუფარდა. ჟურნალისტი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს