გია ვოლსკი - ვახო სანაია ჟურნალისტი რომ არის, იმას არ ნიშნავს, რომ რაც ენაზე მოადგება და რასაც განზრახ დანაშაულის ჩადენა ჰქვია, ის შევარჩინოთ - არ შეიძლება ადამიანს შერჩეს ქმედება, რომელიც მიმართულია, რომ საზოგადოებაში შექმნას დაპირისპირება

ვახო სანაია ჟურნალისტი რომ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც ენაზე მოადგება და რასაც განზრახ დანაშაულის ჩადენა ჰქვია, ის შევარჩინოთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ჟურნალის ვახო სანაიას დაკავებას გამეხმაურა.

მისი თქმით, „სანაია გეგმაზომიერად, კონკრეტული ანაზღაურებისა და პოლიტიკური მისწრაფებების გამო ცდილობს საზოგადოებაში მძიმე ატმოსფეროსა და უნდობლობის შექმნას”.

„ვახო სანაია ჟურნალისტი რომ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც ენაზე მოადგება და რასაც განზრახ დანაშაულის ჩადენა ჰქვია, ის შევარჩინოთ. სახელმწიფოზეა ლაპარაკი.

არ შეიძლება ადამიანს ჟურნალისტია ის, პოლიტიკოსია თუ უბრალო მოქალაქეა, შერჩეს ქმედება, რომელიც გეგმაზომიერად არის მიმართული იმისკენ, რომ საზოგადოებაში შექმნას ძალიან მძიმე ატმოსფერო, უნდობლობის, დაპირისპირების და ვახო სანაია ამას ემსახურება.

ემსახურება გეგმაზომიერად კონკრეტული ანაზღაურებისთვის და კონკრეტული პოლიტიკური მიზნით. ვახო სანაია სხვანაირიც გვახსოვს ჩვენ. მაშინ ისე სჭირდებოდა. ახლა სჭირდება, რომ განვითარდეს და რაღაც გარკვეული ავტორიტეტიც მოიპოვოს, რომ არ ემორჩილება კანონს და უპირისპირდება კანონს და მერე მას უნდა ეძახონ ჟურნალისტი დაკავებული პოლიტიკური პოზიციის გამო. ისევე, როგორც მზია ამაღლობელი, იქნება “სახაროვის” პრემიით დაჯილდოებული.

ეს არის მისი ამოცანა, მაგრამ ამ ამოცანის უკან გარკვეული ბოროტი გეგმაა, დაარღვიე კანონი და შემდეგ თავს უწოდე პოლიტიკური პატიმარი”, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ სახლთან დღეს დააკავეს. მას მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სანაია პროცესს არ დაესწრო და აცხადებს, რომ „პოსტების გამო დევნა აბსურდულია“. ეს ჟურნალისტის უკვე მეორე დაკავებაა, მანამდე მას 22 ივლისს დაწერილ პოსტზე 14-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს