Starlink-ი 130-161 კმ/სთ სიჩქარეზე მუშაობას წყვეტს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტის ხაზის მიმართულებაზე Starlink-ისა და Starshield-ის მუშაობის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოხსენება მოისმინა.
„სამწუხაროდ, ვაფიქსირებთ, რომ ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე მოწყობილობები 130–161 კმ/სთ სიჩქარეზე მუშაობას წყვეტს. ეს ფრონტის ხაზზე ჩვენს ლოჯისტიკას აფერხებს და სხვადასხვა ტიპის დრონების გამოყენებას ზღუდავს“, - აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი პარტნიორებთან ყველა დონეზე უნდა იქნას განხილული.