მიხეილ სააკაშვილი - რუსულ შავ ჭირს მოიშორებს 50 000 ადამიანი, რომელიც არაფრის გზით დაიშლება, ვიდრე არ გაიმარჯვებს, დაიწყეთ მობილიზება - აიღეთ ქვეყნის ბედი თქვენს ხელში

დაიმახსოვრეთ, ხელისუფლებაში ჩაჭიდებულ ორღობის დიქტატურას ვერ მოიშორებ სამასი ათასი და მილიონი დემონსტრანტითაც კი, რომელიც შეიკრიბება და შემდეგ რომელიმე “შალომე-მალომე” მათ ფონზე ვიდეოს გადაიღებს და შემდეგ აქციას დაშლის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასაშვებად საკმარისია 50 000 ადამიანი, რომელიც შეიკრიბება და არაფრის გზით აღარ დაიშლება, სანამ არ გაიმარჯვებს.

„დაიმახსოვრეთ, ხელისუფლებაში ჩაჭიდებულ ორღობის დიქტატურას ვერ მოიშორებ სამასი ათასი და მილიონი დემონსტრანტითაც კი, რომელიც შეიკრიბება და შემდეგ რომელიმე “შალომე-მალომე” მათ ფონზე ვიდეოს გადაიღებს და შემდეგ აქციას დაშლის, რათა შემდეგ ქუჩაში გამოსულები, სახლებში დაიჭირონ.

ამ რუსულ შავ ჭირს, მოიშორებს თუნდაც მხოლოდ 50 ათასი ისეთი ადამიანი, რომელიც შეიკრიბება და არაფრის გზით დაიშლება, სანამ არ გაიმარჯვებს.

დაიწყეთ ამ 50 ათასმა მობილიზება. ნუ დაელოდებით სრულიად იმპოტენტ აპლომბიან იმბეცილებს. აიღეთ ქვეყნის ბედი თქვენს ხელში. ნუ მისცემთ ივანიშვილს შანსს ახალგაზრდების პროტესტი გაანეიტრალოს იაფი ნარკოტიკებით და ქოლცენტრებში დასაქმებით. წადით ბოლომდე და ნურაფრის შეგეშინდებათ და აუცილებლად გაიმარჯვებთ! თქვენი მიშა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს