„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ - მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ჟურნალისტების დასასჯელად, დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს ლახავს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის სიტყვისა და პრესის თავისუფლებას

სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობასა და გამოხატვის თავისუფლებაზე განხორციელებული ზეწოლის მორიგ საგანგაშო მაგალითს, - ასე ეხმაურება „მედიის ადვოკატირების კოალიცია" ტელეწამყვან ვახო სანაიას დაკავებას, რომელსაც დღეს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად ხდება და სიტყვისა და პრესის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.

“მედიის ადვოკატირების კოალიცია" ეხმიანება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის მიერ „ფორმულას“ წამყვანისა და ჟურნალისტის, ვახო სანაიას მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც მას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობასა და გამოხატვის თავისუფლებაზე განხორციელებული ზეწოლის მორიგ საგანგაშო მაგალითს. ვახო სანაიას წინააღმდეგ აღძრულია უკვე მესამე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, რაც წინა შემთხვევებში შეფარდებული 14-დღიანი პატიმრობისა და 6000-ლარიანი ჯარიმის ფონზე, ნათლად მიუთითებს კრიტიკული მედიისა და განსხვავებული აზრის დევნის, სახიფათო ტენდენციაზე.

მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ჟურნალისტების დასასჯელად ლახავს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სიტყვისა და პრესის თავისუფლებას.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას, „ფორმულას“ გუნდს და თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც მზარდი ზეწოლისა და რეპრესიული მეთოდების მიუხედავად, საზოგადოების ერთგულად მსახურებას აგრძელებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს