ჩინეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ სი ძინპინის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
„ამ ეტაპზე, არ მაქვს ინფორმაცია, რომლის გაზიარებაც შემიძლია“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა.
შეგახსენებთ, Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წამოაყენა წინადადება, რომ მომავალ თვეში ის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ერთმანეთს უკრაინის საკითხზე სასაუბროდ შეხვდნენ.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჩინეთის, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებმა შესაძლოა, სამმხრივი შეხვედრა მომავალ თვეში დაგეგმილ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში გამართონ.