უკრაინელი ლტოლვილები აშშ-ში დარჩენის უფლებით სარგებლობას გააგრძელებენ, - ამის შესახებ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებით, ამ ეტაპზე უკრაინელი და სუდანელი მიგრანტები აშშ-ში დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსს შეინარჩუნებენ.
აშშ-ში უკრაინელი და სუდანელი მიგრანტების დროებითი დაცვის სტატუსის მოქმედების ვადა დღეს იწურებოდა.
დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ უკრაინელი და სუდანელი ლტოლვილების სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება „შესაბამის დროს იქნება მიღებული“, ხოლო იქამდე ისინი დაცვის სტატუსით სარგებლობას გააგრძელებენ.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ში დროებითი დაცვის სტატუსით 240000 უკრაინის და 6800 სუდანის მოქალაქე სარგებლობს.