ეკატერინა ტოლსტიკოვა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პირველი ვიცე-პრემიერი გახდა, - ინფორმაციას სააგენტო RES-ი ავრცელებს.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მარატ კამბოლოვის განკარგულებით ეკატერინა ტოლსტიკოვა ე.წ. პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა.
ასევე, კამბოლოვმა კიდევ ერთი განკარგულებით ძამბოლატ თედეევი ე.წ. პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ბიოგრაფიული ცნობების თანახმად, ეკატერინა ტოლსტიკოვა 1981 წელს სევასტოპოლში დაიბადა. 2004 წელს მოსკოვის სახელმწიფო იურიდიული აკადემია დაამთავრა.
ტოლსტიკოვა 2010–2016 წლებში რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. მათ შორის, მინისტრის მოადგილეც იყო.
2016 წელს ტოლსტიკოვა დაღესტნის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. ტოლსტიკოვა აღნიშნულ თანამდებობას 2020 წლამდე იკავებდა.
ეკატერინა ტოლსტიკოვა 2026 წლის ივნისიდან მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის რექტორის მრჩეველია.