ქობულეთის მუნიციპალიტეტში 15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 15 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შემთხვევის დროს არასრულწლოვანი სახლში მამასთან ერთად მარტო იმყოფებოდა. 15 წლის გოგომ მომხდარის შესახებ დედას შეატყობინა, რომელიც სამსახურში იმყოფებოდა.

მოზარდის დედამ ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეატყობინა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-141 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიერ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ფაქტზე გამოიკითხვა ჩატარდა და დაინიშნა ექსპერტიზაც.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს