დონალდ ტრამპი - დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები სხვამ აწარმოოს, ზელენსკი საქმეს დიდად არ ეხმარება, მას ომის დასრულება არ სურს - მან არ იცის, რას ლაპარაკობს

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები ზელენსკის ნაცვლად სხვამ უნდა აწარმოოს.

„დროა, უკრაინის სახელით მოლაპარაკებები სხვამ აწარმოოს. მე რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შეწყვეტას ვუჭერ მხარს. გულწრფელად რომ ვთქვა, ზელენსკი საქმეს დიდად არ ეხმარება. ვფიქრობ, მას ომის დასრულება არ სურს, მე კი მსურს, რომ ადამიანები აღარ დაიხოცონ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხად, რომ რუსეთისთვის სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტი „ისტორიის არასწორ მხარეს“ დგას, ტრამპმა განაცხადა, რომ „ზელენსკიმ არ იცის რას ლაპარაკობს“.

„მას ჩემთვის რომ მოესმინა, უკვე დიდი ხნის წინ გაცილებით უკეთეს შეთანხმებას მიაღწევდა და მის მხარეს მილიონობით ადამიანი ცოცხალი იქნებოდა“, - აღნიშნა ტრამპმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს