დონალდ ტრამპი -  ვლადიმერ პუტინთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ - რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით ნორმალურად იქცევა, ისინი დიდად არაფერს აკეთებენ

ჩვენ ვლადიმერ პუტინთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ რატომ არ აამოქმედა რუსეთის წინააღმდეგ „გრემის კანონით“ გათვალისწინებული სანქციები.

„მე მოლაპარაკებების შუაში ჩაშლას არ ვაპირებ“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, მზად არის რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებთან, ვლადიმერ პუტინთან და სი ძინპინთან სამმხრივი შეხვედრის შესაძლებლობა განიხილოს.

„მე ამას გავაკეთებდი. არა იმდენად უკრაინის გამო, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვა, რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით ნორმალურად იქცევა. ისინი დიდად არაფერს აკეთებენ. ასეა ჩინეთის შემთხვევაშიც. ჩვენ შეხვედრას ბირთვული იარაღისა და ბირთვული განიარაღების განსახილველად გავმართავდით“, - აღნიშნა ტრამპმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს