მედია - სტივ უიტკოფი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის ნორვეგიასა და რუსეთში ჩასვლას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირაში ნორვეგიაში გაემგზავრება, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება, - ამის შესახებ Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროების ცნობით, შეხვედრებს, სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება. ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, რომლის მონაწილეობაც მოლაპარაკებებში იგეგმებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეხვედრებს დისტანციურად შეუერთდება.

წყარობის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ოსლოში გამართულ განხილვებში მონაწილეობას მიიღებენ: ვოლოდიმირ ზელენსკი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, E4-ის (გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი), ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლები.

საკითხთან დაკავშირებული ორი პირის ინფორმაციით, უიტკოფი რუსეთშიც აპირებს გამგზავრებას, რათა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდეს. რუსეთში დაგეგმილი საუბრები შეეხება უკრაინასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს, ასევე ამერიკის მოქალაქე სტივენ ჰაბარდის გათავისუფლებას, რომელიც რუსეთში 2022 წელს დააპატიმრეს.

წყაროებმა, რომლებმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს, აღნიშნეს, რომ ეს განრიგი წინასწარი ხასიათისაა და შესაძლოა შეიცვალოს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს