აშშ აღარ მონაწილეობს უკრაინის თავდაცვის უზრუნველყოფაში იარაღისა და აღჭურვილობის დაფინანსების კუთხით. ეს კი იმას აჩვენებს, რომ ჩვენ ამის გაკეთება დამოუკიდებლად შეგვიძლია. ჩვენ ამას უკვე თითქმის ორი წელია ვაკეთებთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ევროპის ქვეყნების ბიუჯეტისთვის დიდი დატვირთვაა, ისინი გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას ვიდრე ომი არ დასრულდება,
“ეს ჩვენი ბიუჯეტებისთვის მართლაც დიდი დატვირთვაა; მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვისაც. თუმცა, ჩვენ ამას ვახორციელებთ და ვცდილობთ, გავაგრძელოთ, ვიდრე ეს საშინელი ომი არ დასრულდება”, - აღნიშნა მერცმა.