შსს - პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც პენსიონერებს ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარების დანიშვნას ჰპირდებოდა, რის შემდეგაც მათი პირადი მონაცემების ფარულად მოპოვებისა და საბანკო აპლიკაციების გამოყენებით სესხებს ააქტიურებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პენსიონერებს ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარების დანიშვნას ჰპირდებოდა, რის შემდეგაც მათი პირადი მონაცემების ფარულად მოპოვებისა და მობილურ ტელეფონებში არსებული საბანკო აპლიკაციების გამოყენებით სესხებს ააქტიურებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ბრალდებული ჯამში 43 792 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

„პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა