ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ნორვეგიას ეწვევა

ვოლოდიმირ ზელენსკი ომისა და ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის დღეს ნორვეგიას ეწვევა, - ინფორმაციას Reuters-ი ნორვეგიისა და ფინეთის მთავრობებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტში ნორვეგიასა და ფინეთს მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში შეხვედრის ორგანიზება სთხოვა“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ოსლოში შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციას გამართავენ.

შეხვედრის ჩატარება დაადასტურა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმაც.

ნორვეგიისა და ფინეთის მთავრობებს არ დაუკონკრეტებიათ, მიიღებენ თუ არა დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას აშშ-ის ან ევროპული ქვეყნების დელეგაციები.

ცნობისთვის, მანამდე Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირაში ნორვეგიას ეწვევა და უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა