საფრანგეთის პრემიერის განცხადებით, „კომენდანტის საათის“ დაწესების შემდეგ, ღამით საფრანგეთის ქალაქებში ვითარება დამშვიდდა

საფრანგეთის ქალაქებში დაწესებულმა მიზნობრივმა “კომენდანტის საათმა” ხელი შეუწყო იმას, რომ ღამემ მშვიდად ჩაიარა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა პოლიციელებსა და ჟანდარმებს აღნიშნული ზომების აღსრულებისთვის და დასძინა, რომ ამაღამ „კომენდანტის საათის“ დაწესების საკითხი იმის მიხედვით გადაწყდება, თუ სად იქნება ეს საჭირო.

პრემიერის განმარტებით, გადაწყვეტილებას ადგილზე მიიღებენ საფრანგეთის რეგიონებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები.

„კომენდანტის საათი“ ამოქმედდა პარიზის ცენტრის გარკვეულ ნაწილებში, მათ შორის რესპუბლიკის მოედანზე, სადაც შაბათ-კვირას მომიტინგეები იყვნენ შეკრებილები, და სავაჭრო ზონა „ლე ალში“.

ახალგაზრდების გადაადგილებასა და შეკრებაზე შემზღუდველი ზომები დაწესდა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა მარსელი, ბორდო, ნიცა და ლიონი ქვეყნის სამხრეთში, ასევე ლილი და სხვა ქალაქები ჩრდილოეთ ნაწილში.

შეგახსენებთ, საფრანგეთში საპროტესტო აქციები გასულ თვეში დაიწყო: თავდაპირველად, სკოლის მოსწავლეები სასწავლო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. თუმცა, მოგვიანებით პროტესტი გაფართოვდა და მასში სხვადასხვა სახის მოთხოვნები გაერთიანდა; დემონსტრაციებს კი პროფკავშირები და სხვადასხვა საპროტესტო ჯგუფებიც შეუერთდნენ.

ოფიციალური პირების განცხადებით, არეულობის დაწყების შემდეგ 2500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაშავდა დაახლოებით 1000 პოლიციელი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა