ირაკლი ფავლენიშვილი ელჩებთან შეხვედრამდე - შეხვედრაზე მთავარი თემა შეუძლებელია არ იყოს ის, რაც ხდება ქვეყანაში: დემოკრატიის განადგურება - მოკავშირეებისგან ყველა ტიპის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია

ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურების გეგმა სისრულეში უნდა მოიყვანოს, ეს კრემლშიც უნდათ და რა თქმა უნდა, ივანიშვილსაც ეს უნდა. შეხვედრაზე მთავარი თემა შეუძლებელია არ იყოს ის, რაც ხდება ქვეყანაში - დემოკრატიის განადგურება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა ოპოზიციისა და ევროპელი ელჩების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთვის მისი ბუნებრივი მოკავშირეებისგან მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

„ქვეყანაში მთავარი თემა არის დემოკრატიის განადგურება და ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების აკრძალვა, ეს გახლავთ დემოკრატიული პროცესის საბოლოო განადგურება, წერტილის დასმა ყველა იმ პოლიტიკური ორგანიზაციისთვის რომელიც რეალურად იქნება ანტისაოკუპაციო ხაზის მატარებელი, რეალურად ოპოზიციური და რა თქმა უნდა, ეს კარგად ესმის ყველას. ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც ეხება არამხოლოდ ქართულ სახელმწიფოებრიობას, არამედ ეხება ევროპულ უსაფრთხოებას. ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეებისგან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველა ტიპის მხარდაჭერა, რაშიც არ უნდა იყოს გამოხატული და ჩვენ, ზოგადად, უნდა გვქონდეს ჩვენ ბუნებრივ მოკავშირეებთან ურთიერთობა მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი მათ ებრძვის“, - აცხადებს ფავლენიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა