ვოლოდიმირ ზელენსკისა და მარკო რუბიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან მნიშვნელოვან საკითხებზე „შინაარსიანი“ საუბარი ჰქონდა.
„საუბარი მნიშვნელოვან საკითხებზე იყო ფოკუსირებული. მადლობელი ვარ დასახმარებლად მისი მზადყოფნისთვის და მისი მკაფიო პოზიციისთვის. პირველი - ბალისტიკური რაკეტების ჩამჭრელები, რაც სიცოცხლის დასაცავად არის საჭირო. მეორე - რუსეთის ბალისტიკური თავდასხმების შესახებ ადრეული გაფრთხილება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მესამე - ვითარება Starlink/Starshield-თან დაკავშირებით, რომლის აღდგენაც აუცილებელია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, რომელიც ამ საშინელი ომისა და ადამიანების მუდმივი მკვლელობების დასასრულებლად არის მიმართული. შევთანხმდით, რომ კონტაქტზე დავრჩებით განახლების გასაზიარებლად. მადლობა, მარკო, კონსტრუქციული დისკუსიისთვის! მადლობა ამერიკაში ყველას, ვინც სამართლიან მიდგომებს მხარს უჭერს !“, - წერს ზელენსკი X-ზე.