რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებით, საბოლოო შეთანხმება იმის შესახებ, გაიმართება თუ არა რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უკრაინის საკითხზე, ჯერ არ არსებობს.
„ჯერ არ არსებობს საბოლოო შეთანხმება იმის შესახებ, გაიმართება თუ არა ეს შეხვედრა. სამი ქვეყნის მხრიდან არსებობს ინტერესები. თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით, რამდენადაც მე ვიცი, ეს საკითხი ჯერ არ განიხილება“, - განაცხადა რუდენკომ ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას.
შეგახსენებთ, Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წამოაყენა წინადადება, რომ მომავალ თვეში ის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ერთმანეთს უკრაინის საკითხზე სასაუბროდ შეხვდნენ.