ალბანეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება.
დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას, ქვეყნის უნივერსიტეტებში სასწავლო პირობების გაუმჯობესებასა და კორუფციასთან ბრძოლას ითხოვენ.
ხელისუფლების მონაცემებით, საპროტესტო აქციებზე არეულობის შედეგად 295 ადამიანი, მათ შორის 186 პოლიციელი დაშავდა.
საპროტესტო აქციების ფონზე ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა პოლიციის ხელმძღვანელებს შეხვდა.
„როდესაც სახელმწიფო ამასთან მოლაპარაკებებს დაიწყებს, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაეცა. ახალგაზრდების რადიკალიცაზია ევროპასა და აშშ-ში არსებული ბნელი ძალების მიერ მოხდა. ალბანეთი კარგად კოორდინირებული თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე გახდა“, - განაცხადა ედი რამამ.