კიევის ოლქის ჩაბანიშის დასახლებაში, კიევ-ოდესის გზატკეცილზე რუსული დრონის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კიევის საოლქო პროკურატურამ განმარტა, რომ დარტყმა სავაჭრო ცენტრთან ახლოს დაფიქსირდა. თავდასხმის შედეგად ავტომობილები დაიწვა.
ცნობისთვის, მანამდე, კიევის ოლქის ობუხივის რაიონში, ერთ-ერთი საწარმოს შენობაზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა