სახალხო დამცველის აპარატი უარყოფს, რომ დავით ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე რეაგირება დაგვიანებით მოახდინეს - ასევე, მათი ცნობით, ფეიქრიშვილმა ომბუდსმენის რწმუნებულთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

სახალხო დამცველის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე სახალხო დამცველის აპარატმა ცხელ ხაზზე მიღებულ შეტყობინებაზე რეაგირება დაგვიანებით მოახდინა.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის ციხეში მონახულების შესახებ სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა, იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ბრალდებულმა დავით ფეიქრიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თითქოს სახალხო დამცველის აპარატმა პატიმრის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე მიღებულ შეტყობინებაზე დაგვიანებით მოახდინა რეაგირება. სახალხო დამცველი კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ინფორმაციას და ხაზგასმით აცხადებს, რომ გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს დეზინფორმაციას, სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ.

2026 წლის 19 ოქტომბერს, 16:31 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე და თხოვნა მისი მონახულების შესახებ. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ინფორმაცია გადაეცემოდა უფლებამოსილ დეპარტამენტს, ხოლო პატიმრის მონახულება განხორციელდებოდა უმოკლეს ვადაში.

იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ბრალდებულმა დავით ფეიქრიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია შესაბამისი ოქმით, რომელზეც დაფიქსირებულია ბრალდებულის ხელმოწერა.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიასაშუალებებს, გაავრცელონ მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატთან გადამოწმებული ინფორმაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა