ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ელჩებთან შეხვედრა გიკვირთ, კაცო?! ამას აღარც გადათარგმნა უნდა და აღარც გადმოთარგმნა, ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით

ფაქტია, რომ ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით - ვერ მოუნელებიათ, რომ არჩევნებში წააგეს, გადატრიალება ვერ მოახერხეს და ამ დესტრუქციულ ქმედებას აგრძელებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის ნაწილის ელჩებთან შეხვედრას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, აღნიშნულ შეხვედრაში გასაკვირი არაფერია, რადგან "ეს ოპოზიცია კარდაკარ დადიოდა და ქვეყნის დასანქცირებას მოითხოვდა".

“ამას აღარც გადათარგმნა უნდა და აღარც გადმოთარგმნა. ფაქტია, რომ ელჩები დაკავებულები არიან საქართველოში პოლიტიკური პროცესის მართვით. ყოველ ჯერზე მათი ეს მცდელობა დამთავრდა დემოკრატიისთვის საზიანოდ და ოპოზიციის გამანადგურებელი შედეგებით, ამიტომ აგრძელებენ ამ პრაქტიკას. სხვა ხედვა, ინსტრუქცია არ აქვთ. ვერ მოუნელებიათ, რომ არჩევნებში წააგეს, გადატრიალება ვერ მოახერხეს და აგრძელებენ ამ დესტრუქციულ ქმედებას. ოპოზიციას ქვეყნის შიგნით არანაირი დასაყრდენი არ აქვს. ელჩებთან შეხვედრა გიკვირთ, კაცო?! ეს ოპოზიცია დადიოდა კარდაკარ და იძახდა, რამე ქენით, დაასანქცირეთ ეს ქვეყანაო - რამენაირად ამ ქვეყანას გაუჭირდეს, იქნებ ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდესო. ეს იყო ამ ოპოზიციის სამოქმედო გეგმა და ელჩებთან შეხვედრა გიკვირთ?!” - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა