რუსეთი შავ ზღვაში უკრაინის საექსპორტო მარშრუტებზე თავდასხმებს აძლიერებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კაია კალასის განცხადებით, შავ ზღვაში რუსეთის იერიშებზე საპასუხოდ, ევროკავშირმა ძალისხმევა სამი მიმართულებით უნდა გაააქტიუროს: უკრაინული აგრარული ექსპორტის უზრუნველყოფა, საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცება და რუსეთზე საერთაშორისო დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერება.
მისი თქმით, საექსპორტო მარშრუტებზე რუსეთის იერიშების გაძლიერების გამო, უკრაინა ყოველდღიურად ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის სახით 60 მილიონ ევროს კარგავს.
„ვმუშაობთ იმისთვის, რომ უკრაინამ გლობალურ ბაზრებზე წვდომა შეინარჩუნოს“, - აღნიშნა კალასმა.