შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით, შრომის სამართლის სპეციალიზირებულ მოსამართლეთა და ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის წევრების მონაწილეობით ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ბენჩ-ბარის ფორმატის შეხვედრა კვლავ გაიმართა თემაზე: “შრომითი ურთიერთობები: სამართლებრივი, სასამართლო და პრაქტიკული პერსპექტივები“. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ, ლევან მიქაბერიძემ და საქართველოში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კოორდინატორმა, ეკატერინე ქარჩხაძემ.
„შრომის საერთაშორისო სტანდარტებისა და ახალი გლობალური ტენდენციების შესახებ მოხსენება წარადგინა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) DWT/CO-ბუდაპეშტის ოფისის წარმომადგენელმა, ლეიო სიბელიმ.
შეხვედრის სხვა თემები მოიცავდა:
აღნიშნული ფორმატის შეხვედრები მიზნად ისახავს შრომის სამართლის სფეროში არსებული აქტუალური საკითხების განხილვასა და გამოცდილების გაზიარებას, მოსამართლეებსა და ადვოკატებს შორის პროფესიული დიალოგის გაძლიერებას, ასევე, სამართლებრივ და პრაქტიკულ გამოწვევებთან დაკავშირებული საკითხების ეფექტიანად გადაწყვეტის ხელშეწყობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.