აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ნორვეგიაში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სტივ უიტკოფი ომის დასრულების საკითხის განსახილველად ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ოსლოში დაგეგმილ შეხვედრას ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბიც დაესწრებიან.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებებში მონაწილეობას ტრამპის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ჯარედ კუშნერიც მიიღებს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კუშნერი შეხვედრას დისტანციურად შეუერთდება.